info@mtc-anri.ge +995 422 210-757

  • ქართული
  • English
  • Русский

07, თებერვალი 2018

უმაღლესი სასზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი აცხადებს ღია კონკურს

  1. ბათუმის უმაღლერსი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი (შემდგომში ანრი)  აცხადებს ღია კონკურსს პროფესორის, ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტზე შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:
  • პროფესორი  4 ერთეული;
  • ასოცირებული პროფესორი 5 ერთეული;
  • ასისტენტ-პროფესორი 6 ერთეული;

საზღვაო ნავიგაციის მიმართულება: 2 პროფესორი, 3 ასოცირებული    პროფესორი,  3 ასისტენტ-პროფესორი;  გემთმექანიკური მიმართულება: 1პროფესორი, 1 ასოცირებული    პროფესორი, 2 ასისტენტ-პროფესორი; ზოგადსაგანმანათლებლო და ზოგადტექნიკური დისციპლინების მიმართულება:  1პროფესორი, 1 ასოცირებული    პროფესორი, 1  ასისტენტ-პროფესორი;  სულ 15 აკადემიური თანამდებობა

  1. კონკურსი ტარდება საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის ქვემოთ ჩამოთვლილ მიმართულებებზე შემდეგ სასწავლო დისციპლინებში:

ა) საზღვაო ნავიგაციის მიმართულება:

  • გემის მართვა და მანევრირება  1.2;
  • გემის მართვა განსაკუთრებულ სიტუაციებში;
  • გემთწამყვანობის ტექნიკური საშუალებები;
  • საზღვაო და სანაპირო ნავიგაცია;
  • საზღვაო ნავიგაცია განსაკუთრებულ პირობებში;
  • უსაფრთხო ნავიგაცია და ვახტის გაწევის წესები;
  • უსაფრთხო ნავიგაცია, რადიოლოკარტორების და ECDS -ის გამოყენება;
  • კონვენციური საკვალიფიკაციო მოთხოვნები;
  • გემის სატვირთო ოპერაციები და ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვის ტექნოლოგია;
  • რესურსების მართვა ხიდურზე;
  • მეტეოროლოგია, პროგნოზირება და ოკეანოგრაფია;
  • ვიზუალური და რადიოსაკომუნიკაციო სიგნალები (GMDSS);
  • საერთაშორისო საზღვაო კონვენციები და საზღვაო სამართალი;
  • ზღვის გარემოს ეკოლოგიის დაცვა და პრევენცია;
  • საზღვაო ლოცია;
  • ფლოტის კომერციული ექსპლუატაცია;
  • საზღვაო ინგლისური ენა;
  • საზღვაო ინგლისური ენა  SN1.1, SN1.2,  SN2, SN3.1, SN3.2;

     ბ) გემთმექანიკური დეპარტამენტი:

  • გემის არქიტექტურა და სანაოსნო მახასიათებლები;
  • გემის საერთო სისტემები, ტვირთამწე მოწყობილობები და საგემბანე მექანიზმი;
  • გემის მექანიკური დანადგარების მუშაობა, გაუმართაობის გამოვლენა და ლიკვიდაცია, უსაფრხოების უზრუნველყოფა;
  • გემის მდგრადობა და კონსტრუქცია;
  • ავტომატიკის საფუძვლები და გემის ავტომატიზირებული მართვის სისტემები;
  • გემის სამაცივრო დანადგარები, კონდენცირების სისტემები და მათი ექსპლუატაცია;
  • გემის შიგაწვის ძრავების  მომსახურება და ექსპლუატაცია;
  • კონვენციური საკვალიფიკაციო მოთხოვნები;
  • გემის ტექნიკური მომსახურება და შეკეთება, უსაფრთხოების ზომები;
  • გემის შიგაწვის ძრავების კონსტრუქციები და მათი მუშაობის პრინციპები;
  • თერმოდინამიკური პროცესები და ციკლები  ძალურ დანადგარებში;
  • სამანქანე განყოფილების რესურსების მართვა;
  • საზღვაო ინგლისური ენა ME1.1, 1.2 , ME2, ME3.1, 3.2

  გ)  ზოგადსაგანმანათლებლო და ზოგადტექნიკური დისციპლინების მიმართულება:

  • გამოყენებითი ქიმია და მასალათმცოდნეობის საფუძვლები;
  • პროფესიული ფსიქოლოგია და კომუნიკაციები ჩაკეტილ სივრცეში;

 

  1. კონკურსის შედეგად აკადემიური პერსონალი აირჩევა 4 წლის ვადით:

 

  • განცხადებების  მიღება იწარმოებს საპროცედურო კომისიის მიერ, 2018 წლი 26 თებერვლიდან 12 მარტის ჩათვლით, ყოველ დღე (დასვენებისა და უქმე დღეების       გარდა), 10:00-დან 16:00 საათამდე (შესვენება 13:00 საათიდან 14:00 საათამდე), საპროცედურო კომისიაში;
  • დარეგისტრირებული განცხადებების განხილვა საკონკურსო კომისიის მიერ მოხდება        2018  წლის 15 მარტიდან 19 მარტის ჩათვლით;
  • კენჭისყრა ჩატარდება  2018 წლის 22მარტს;
  • საჩივრების მიღების და განხილვის  ვადა განისაზღვროს 2018 წლის 23 მარტიდან  26 მარტის ჩათვლით;
  •  კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2018 წლის30 მარტისა „ანრის“ საინფორმაციო დაფასა და ვებგვერდზე: www.anri.edu.ge ;
  • კონკურსში გამარჯვებულ პირებთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება არაუგვიანეს 2018 წლის2 აპრილისა;
  • კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაციის გაცემა (მათ შორის საკონკურსო ადგილების რაოდენობა სწავლების ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის საგნების/მონათესავე საგანთა ჯგუფის მიხედვით და სხვ.) მოხდება საპროცედურო კომისიის მიერ: Email: info@anri.edu.ge

 

 

კონკურსში მონაწილეობის მსულველი კონკურსში მონაწილეობისთვს

ვალდებულია კომისიაში პირადად წარმოადგინოს სათანადო ფორმით შედგენილი განცხადება,  რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:

  1. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ქსეროასლი);
  2. სათანადო ფორმით შედგენილი ანკეტა, აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი,  მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ (დედანი  და ასლი)
  3. სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი  (დედანი  და ასლი);
  4. სამეცნიერო პედაგოგიური გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების მიერ;
  5. სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  6. იმ საკონკურსო საგნების ნუსხა, რომლებშიც კონკურსანტს შეუძლია  სალექციო და/ან სხვა სახის კურსის გაძღოლა;
  7. პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად სწავლების სტრუქტურის მოკლე აღწერა (სილაბუსი)
  8. პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);
  9. 2 ფოტოსურათი 3X4;
  10. წარმოადგინოს სამედიცინო შემოწმების ცნობა (ფორმა100)

 

 

პროფესიული ნიშნით კონკურში მონაწილე პირებმა უნდა წარმოადგინონ:

  1. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ქსეროასლი);
  2. მასზე გაცემული კომპეტენციის სერტფიკატისთვის გავლილი საწვრთნელი კურსების დამადასდტურებელი სერტიფიკატი (დედანი და ქსეროასლი);
  3. სათანადო ფორმით შედგენილი ანკეტა, აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი,  მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ (დედანი  და ქსეროასლი)
  4. მინიმუმ ორი დახასიათება დამსაქმებელი გემთმფლობელისაგან ან გემის მენეჯმენტისაგან;
  5. მეზღვაურის კვალიფიკაციისა და კომპეტენციის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი (დედანი  და ქსეროასლი)
  6. იმ საკონკურსო საგნების ნუსხა, რომლებშიც კონკურსანტს შეუძლია  სალექციო და/ან სხვა სახის კურსის გაძღოლა;
  7. პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად სწავლების სტრუქტურის მოკლე აღწერა (სილაბუსი)
  8. პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);
  9. 2 ფოტოსურათი 3X4;
  10. წარმოადგინოს სამედიცინო შემოწმების ცნობა (ფორმა100)

 

 

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველის მხრიდან დაუშვებელია წარდგენილ იქნეს ერთზე მეტი განცხადება ერთ საკონკურსო აკადემიურ თანამდებობაზე

 

რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებია:

  • საკონკურსო განაცხადის დადგენილი წესით განსაზღვრული პირობების დარღვევით შეტანა;
  • თუ საკონკურსო განცხადება/დოკუმენტაცია ხარვეზის შემთხვევაში არ იქნება გამოსწორებული დადგენილ ვადაში;
  • განცხადება საკონკურსო განაცხადის თანდართული დოკუმენტების არასრულად წარმოდგენა;
    
   განცხადება კონკურსისათვის: http://mtc-anri.edu.ge/uploads/news/gancxadeba%20konkursistvis.rar
 
   ანკეტა განაცხადი : http://mtc-anri.edu.ge/uploads/news/anketa%20ganacxadi.rar
აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის დებულება : http://mtc-anri.edu.ge/uploads/news/2-010119.pdf
   

რამოდენიმე ფაქტი ჩვენს შესახებ


211
ახალბედა
113
საათი სწავლა
78
ეტაპობრივი გამოცდა
1001
კურსდამთავრებული