28, იანვარი 2020

2 დღიანი ტრენინგი სასწავლებლის პერსონალისათვის

დღეს ბათუმის უმაღლეს საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ ანრიში დაიწყო 2 დღიანი ტრენინგი სასწავლებლის პერსონალისათვის, თემაზე:

უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები და სახელმძღვანელო პრინციპები

ტრენინგს უძღვებიან: ქეთევან გეგიაძე და არჩილ ჯინგირაშვილი.

ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი თემები:

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფაზე,ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკა და ხარისხის შიდა უზრუნველყოფა:
პროგრამის შემუშავება
პროგრამის შემუშავებისთვის საჭირო პროცესების უზრუნველყოფა
პროგრამის დამტკიცება
პროგრამის ხარისხის კონტროლის მუდმივი ციკლი

პროგრამის შემუშავება და დამტკიცება
კვალიფიკაცია და პროგრამის სწავლის შედეგები
პროგრამის სწავლის შედეგები და უნივერსიტეტის მისია
პროგრამის შემუშავების და დამტკიცების პროცესის უზრუნველყოფა

მონიტორინგი და პროგრამების პერიოდული შეფასება:
მონიტორინგის მიზანი
სტუდენტის როლი და მისი ჩართულობის მნიშვნელობა ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში
კურსდამთავრებულის როლი და მისი ჩართულობის მნიშვნელობა ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში
ლექტორის როლი და მისი ჩართულობის მნიშვნელობა ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში
პოტენციური დასაქმებული, დამსაქმებელი და შრომის ბაზარი.

სტუდენტზე ორიენტირებული სწავლებაზე, მობილობისა და კრედიტების აღიარების შესახებ.