18, იანვარი 2020

ალექსანდრე ჩივაძის და გოგი თორაძის შეხვედრა ბუსსს ანრის სტუდენტებთან და თანამშრომლებთან.

 

დღეს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ ანრიში ცნობილი ქართველი კინორეჟისორის
საერთაშორისო კინოფესტივალების ლაურეატის გოგი თორაძის ფილმის “ფეხბურთის პროფესორის” ჩვენება გაიმართა, რომელიც ეძღვნება ლეგენდარულ ფეხბურთელს ალექსანდრე ჩივაძეს.

ფილმში უნიკალურ საარქივო ფოტო და კინომასალაზე დაყრდნობით, გადმოცემულია ალ. ჩივაძის კარიერა და ცხოვრება. მის შესახებ აზრს გამოთქვამენ ფეხბურთის ლეგენდები – მურთაზ ხურცილავა, ფრანც ბეკენბაუერი, ბობი ჩარლტონი, კარლოს ალბერტო, კარლ-ჰაინც რუმენიგე და სხვები. ფილმი გადაღებულია 2015-2016 წლებში და მიეძღვნა ჩივაძის 60 წლის იუბილეს.

ასევე ნაჩვენები იყო ფილმი, რომელიც გასულ ზაფხულს იქნა გადაღებული ლატვიის წარმომადგენლების მიერ, თეოდორ სპადეს ხსოვნის პატივსაგებად, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ბუსსს ანრის სტუდენტებმა. ხსენებული ფილმი გადაღებული იქნა ბუსსს ანრის მფლობელობაშ არსებულ, "კაპიტან ო.ჩახვაძის" სახელობის სასწავლო გემზე. გადამღებ ჯგუფს ბუსსს ანრი უანგაროდ დაუდგა გვერდით და დიდი ენთუზიაზმით მიიღო მონაწილეობა ამ ისტორიის ეკრანიზაციაში.

ფილმის ჩვენების გაიმართა ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებლი ანრის რექტორი ანზორ დიასამიძე და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი თენგიზ პაჭკორიას ორგანიზებით. ფილმის ჩვენებას დაესწრო ზემოაღნიშნული სასწავლებლის სტუდენტები, ლექტორ-მასწავლებლები, საზოგადოების წარმომამდგენლები, ლეგენდარული ფეხბურთელი ალექსანდრე ჩივაძე და ფილმის რეჟისორი გოგი თორაძე.

შეხვედრის დასასრული წარიმართა კითხვას-პასუხის რეჟიმში სადაც სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით. ბოლოს კი სტუდენტება, ბუსსს ანრის თანამშრომლებმა და სტუმრება სამახსოვრო ფოტოები გადაღეს ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელთან- ალექსანდრე ჩივაძესთან.