16, იანვარი 2020

რუდოლფ რუძუროგას და ფეხბურთელი ალექსანდრე ჩივაძის შეხვედრა ბუსსს ანრის სტუდენტებთან და პერსონალთან.

რუდოლფ რუძუროგას და ფეხბურთელი ალექსანდრე ჩივაძის
შეხვედრა ბუსსს ანრის სტუდენტებთან და პერსონალთან.

შაბათი.18 იანვარი .15:00 საათი
შეხვედრა ბუსსს ანრიში ფეხბურთის ლეგენდა ალექსანდრე ჩივაძისა და ლატვიის სამხედრო ატაშე საქართველოში რუდოლფ რუძუროგას შეხვედრა სტუდენტებთან და სასწავლებლის
პერსონალთან და ლატვიის ეროვნული გმირის თეოდორ სპადესადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება.

თეოდორ სპადე იყო ლატვიის ეროვნული გმირი. პირველი მსოფლიო ომის დროს ის შავ ზღვაში დისლოცირებულ სამხედრო საზღვაო ფლოტში მსახურობდა. 1918 წლიდან ის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფლოტში მუშაობდა და დიდი წვლილი შეიტანა მის ფორმირებაში. ის იბრძოდა ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ და ქართველთა ჩქარმავალ კატერთა რაზმს და ნაღმმზიდს მეთაურობდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ის ლატვიის სამხედრო ფლოტის ადმირალი გახდა.

ლატვიამ და საქართველომ ერთობლივი მუშაობის საფუძველზე გადაიღო ფილმი თეოდორ სპადეზე.

ბუსსს ანრი გადამღებ ჯგუფს უანგაროდ დაუდგა გვერდით და დიდი ენთუზიაზმით მიიღო მონაწილეობა ამ ისტორიის ეკრანიზაციაში.