30, დეკემბერი 2019

ბუსსს ანრის პერსონალის კორპორატიული საღამო

2019 წლის 27 დეკემბერს რესტორან როიალ ბათუმში გაიმართა ბუსსს ანრის პერსონალის კორპორატიული საღამო, რომელშიც მონაწილობა მიიღო სასწავლებლის სრულმა შემადგენლობამ, საღამოზე მოწვეულნი იყვნენ სტუმრები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოდანაც.

საღამოს მსვლელობისას დაჯილდოვდნენ 2019 წელს ბუსსს ანრიში ჩატარებული ფარული კენჭის ყრის შედეგად გამოვლენილი წლის საუკეთესო ადმინისტრაციის წარმომადგენელი:
ლია ფარტენაძე- განათლების ხარისხის სპეციალისტი.
წლის საუკეთესო ლექტორი: ნანა მალაყმაძე- ინგლისური ენის ლექტორი.
წლის საუკეთესო სტუდენტი(უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის)- ლერი არძენაძე.
წლის საუკეთესო სტუდენტი(პროფესიული სპეციალობის პროგრამის)- ლაშა მალაყმაძე.

ბუსსს ანრის "ეკიპაჟის" წევრებმა გულწრფელი მადლიერებითა და დიდი სიყვარული ჯილდო გადასცეს
ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის გენერალურ დირექტორს, შორეული ნაოსნობის კაპიტანს, აკადემიურ დოქტორს ბატონ- ანზორ დიასამიძეს

აგრეთვე ჯილდო გადაეცა ახალგაზრდა და ენერგიულია ლიდერს და ყოველთვის გვერდში მდგომს როგორც პერსონალსათვის ასევე სტუდენტებისთვის, პერსპექტიულ რექტის ბატონ- რუსლან დიასამიძეს

ასევე დაჯილდოვდნენ 24 დეკემბერს ქალაქ თბილისში გამართული საახალწლო წვეულებაში მონაწილე სტუდენტები, რომლებმაც საცეკვაო კონკურსში წარადგინეს ცეკვა "განდაგანა" და მოიპოვეს მეორე ადგილი. ამასთან დაკავშირებით დაჯილდოვებული იქნა ანსამბლის ქორეოგრაფი გიორგი გერაძე.

კორპორატიულ საღამოზე მოხდა საახალწლო გათამაშება "Secret Santa"-ს პრიზების გადაცემა, რამაც გამოიწვია დიდი მხიარულება და საღამოს კიდევ მეტად გამარავალფეროვნება.

აგრეთვე გაიმართა სტუდენტური თვითმმართველობის მიერ წარდგენილ ნომინაციებში გამარჯვებულების გამოვლენა, რომლებსაც გადაეცათ სპეციალურად დმაზადებული სახალისო სოგელები. წარდგენილი იყო შემდეგი ნომინაციები:

საუკუნის "კაკებე"- ნათია დიასამიძე
კაცი ფორმულა- გურამ ქათამაძე
ტკბილი დეიდა - ლიკა ფარტენაძე
ტკბილი დეიდა 2- ნუნუ მიქელაძე
ალი ბუნება- ჟუჟუნა დიასამიძე
ქალი ენციკლოპედია- მალვინა ურუშაძე
წლის კოლორიტი- ბადრი დოღონაძე
XXI საუკუნის დეიდა- თამილა მიქელაძე
ქალი ხარისხი, ქალი იდეა, ქალი კრეატივი, ქალი ძერსკობა- რუსუდან დიასამიძე

საღამოს ცეკვით აფორმებთა ბუსსს ანრის ანსამბლი.

ბუსსს ანრის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ანსამბლის ქორეოგრაფს, ანსამბლის წევრებს და რესტორან "როიალ ბათუმს"