26, დეკემბერი 2019

სტუდენტების დაჯილდოვება

ტრადიციულად, ყოველ წელს, ჩვენი სასწავლებელი აჯილკდოვებს სტუდენტებს აქტიური ჩართულობისათვის სხვადასხვა ღონისძიებებში.

გამონაკლისი არ წლევადნელი წელია და დღეს ბუსსს ანრის ბაკალავრიატისა და პროფესიულ სპეციალობაზე მსწავლებ სტუდენტებს გადაეცათ მადლობის სიგელები.

სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართულები 2019 წლის ღონისძიებებში, რომლებიც იმართებოდა როგორც ბუსსს ანრიში ასევე სხვადასხვა დაწესებულებებისა და სასწვალებლების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.

ბუსსს ანრის სრული შემადგენლობა მადლობას უხდის სტუდენტებს, თითოეულ ღონისძიებებში ჩართულობისათვის და აქტიურობისათვის. ჩვენი მიზიანია, რომ ყველა სტუდენტი იყოს ჩართული აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებაში, ყველამ შეიტანოს თავისი წვლილი სასწვალებლის წინსვლაში და ერთად შევქმნათ წარმატებული მომავალი.

მადლობა ბუსსსს ანრის სტუდენტურ თვითმმართველობას იმისათვის, რომ სასწავლებლის სტუდენტებს უქმნის პირობას იმისას, რომ იყვნენ ჩართული აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებში.