26, დეკემბერი 2019

ფარული კენჭისყრა ბუსსს ანრიში

2019 წლის 3 დეკემბრის სენატის სხდომის (ოქმი N21) დადგენილების საფუძველზე 2019 წლის 20 და 23 დეკემბერს ბუსსს ანრიში ჩატარდა ფარული კენჭისყრა რათა გამოვლინილიყო:

1) 2019 წლის საუკეთესო თანამშრომელი
2) 2019 წლის საუკეთესო პედაგოგი
3) 2019 წლის საუკეთესო სტუდენტი (უმაღლესი საბაკალვრო პროგრამების)
4) 2019 წლის საუკეთესო პროფესიული სტუდენტი
კანდიდატებად წარდგენილი იყო სასწავლებლის უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ყველა სტუდენტი, სასწავლებლის ყველა პედაგოგი და ყველა თანამშრომელი გარდა ადმინისტრაციის შემდეგი წარმომადგენლებისა:

გენერალური დირექტორი ანზორ დიასამიძე,
რექტორი რუსლან დიასამიძე,
ხარისხის განვითარებისა და უზრუნველყოფის
სამსახურის უფროსი რუსუდან დიასამიძე,
საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი გურამ ქათამაძე პრორექტორი ბადრი დოღონაძე.

კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო სასწავლებლის 46 თანამშრომელმა, მათ შორის პედაგოგებმა, დამხმარე პერსონალმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.

კენჭისყრა დაიწყო 2019 წლის 20 დეკემბერს დილით 10:00 საათზე და დასრულდა 2019 წლის 23 დეკემბერს 17:00 საათზე. კენჭისყრა ჩატარდა მშვიდ გარემოში, ხარვეზების, პრეტენზიბის, საჩივრების გარეშე. კენჭის ყრის შედეგად გამოვლინდა:

1) 2019 წლის საუკეთესო თანამშრომელი - განათლების ხარისხის სპეციალისტი ლია ფარტენაძე
2) 2019 წლის საუკეთესო პედაგოგი - ინგლისური ენის პედაგოგი ნანა მალაყმაძე 
3) 2019 წლის საუკეთესო სტუდენტი (უმაღლესი საბაკალვრო პროგრამების) - ლერი არძენაძე
4) 2019 წლის საუკეთესო პროფესიული სტუდენტი - ლაშა მალაყმაძე

ბუსსს ანრის სრული შემდაგენლობა ვულოცავთ გამარჯვებულებს ობიექტურად და სამართლიანად მოპოვებულ გამარჯვებას!