25, დეკემბერი 2019

საახალწლო წვეულება 2019

2019 წლის 24 დეკემბერს ქალაქ თბილისში, კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა „საახალწლო წვეულება“, სადაც მიწვეული იყო საქართველოსა მასშტაბით არსებული ყველა კოლეჯი.

საახალწლო წვეულებაზე დამსწრე ყველა კოლეჯის წარმომადგენელმა წარადგინა თვითშემოქმედებითი ნომრები, გამონაკლისი არც ბუსსს ანრი ყოფილა.

წვეულებაზე სასწავლებლიდან წარდგენილნი იყვნენ ბუსსს ანრის მოცეკვავეთა ანსამბლი, სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

სასწავლებლის ანსამბლის წევრები წვეულებაზე წარდგნენ საცეკვაო ნომერით განდაგანა. წარდგენიილი ნომრით ბუსსს ანრის ანსამბლმა მოიპოვა მეორე ადგილი და გადაეცათ, სიგელები,თასი და სხვადასხვა საჩუქრები.

ღონისძიების მიზანი იყო სტუდენტთა მხარდაჭერა,
მოტივაციის ამაღლება და აქტიური სტუდენტური ცხოვრების უზრუნველყოფა.

საახალწლო წვეულებაზე, კოლეჯების მიერ წარდგენილ სხვადასხვა ნომრებს აფასებდნენ ჟიურის წევრები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ შემდეგი კრიტერიუმებით:

საუკეთესო ნომერი
საუკეთესო შესრულება
საუკეთესო კოსტუმი

წვეულების დასასრულს საზეიმო ვითარებაში გაიჭრა ტორტი და ღონისძიება გაგრძელდა სხვადასხვა გასართობი თამაშებით, საცეკვაო და სასიმღერო ნომრებით, ასევე სხვადასხვა შეჯიბრებებითა და სახალისო ნომრებით.