26, ნოემბერი 2019

Geo-Line Navigation-ის შეხვედრა ბუსსს ანრის სტუდენტებთან.

Geo-Line Navigation-ის შეხვედრა ბუსსს ანრის სტუდენტებთან.

დღეს ბუსსს ანრიში გაიმართა საკრუინგო კომპანია Geo-Line Navigation-ის შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდა კაპიტანი- რაულ ბერიძე/ Raul George Beridze

შეხვედრა იყო გაცნობითი ხასიათის. ძირითადი თემა იყო იმის შესახებ თუ რა პოლიტიკას ანხორციელებს კომპანია და რა გეგმები აქვს სამომავლოდ კატედებისათვის, რათა უზრუნველყოფილი იქნას მათი პრაქტიკა შორეულ ნაოსნობაში.

აგრეთვე საუბარი შეეხებოდა დღესდღეისობით აქტუალურ იმ თემებს როგორიც არის: სწავლების ხარისხის დონე, დასაქმება, რეალური წარმოდგენები პრაქტიკის შესახებ და ა.შ

შეხვედრისას დაანონსდა უკვე სამომავლოდ დაგეგმილი შეხვედრები დამამთავრებელ კურსებთან და მეტი ინფორმაციისა თუ გამოცდილების გაზიერება მომავალ კადეტებთან.

შეხვედრის დასასრული კი წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, სადაც სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ყველა მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.