29, ნოემბერი 2019

საჯარო ლექცია "საზღვაო ნარჩენების მართვა საქართველოში"

დღეს ბუსსს ანრიში გაიმართა საჯარო ლექცია პროექტ: "საზღვაო ნარჩენების მართვა საქართველოში"-ის მიხედვით. WISTA Georegia-ს ორგანიზებით.

პროექტის ფარგლებში საჯარო ლექცია წაიკითხა შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორ -მასწავლებლებმა ნარგული ასანიძემ და გუგული დუმბაძემ.

ასევე გაიმართა გარემოს დაცვის სააგენტოს EMBLAS plus მიერ შემუშავებული მობილური აპლიკაციის MarineLitterWatch პრეზენტაცია.

შეხვედრაზე განხილული იყო ის აქტუალური საკითხები როგორიც არის: გარემოს დაბინძურება და დაბინძურების თავიდან ასაცილებელი პრევენციები, ნაგავსაყრელების ზემოქმედება გარემოზე და ის თუ რა უნდა გააკეთოს თითოეულმა ადამინმა გარემოს შესანარჩუნებლად.

საჯარო ლექციის დასასრული წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში სადაც სტუდენტებმა წამოწიეს ის აქტუალური თემები რომლებიც დღესდღეისობით არის ჩვენს ქვეყანაში კერძოდ კი ქალაქ ბათუმში.