22, ნოემბერი 2019

წითელი ჯვარი- ბათუმის წარმომადგენლების ტრენინგი

დღეს ბუსსს ანრიში გაიმართა ტრენინგი წითელი ჯვარის ბათუმის წარმომადგენლების მიერ.

ტრენინგზე სტუდენტებისათვის განხილული იყო:
რა არის პირველადი დახმარება
როგორ უნდა დავიცვათ საკუთარი უსაფრთხოების პოზიციები

გულ-ფილტვის რეანიმაცია
ჭრილობების დამუშავება და სისხლდენის შეჩერება
სასუნთქი გზების დამწვრობა და ა.შ

აგრეთვე განიხილებოდა გულის არაპირდაპირი მასაჟის შესახებ მითები და რეალობა. სტუდენტება მიიღეს ზოგადი განათლება იმის შესახებ თუ როგორ უნდა აღმოუჩინონ პირველადი დახმარება ბავშვებს, ახალგაზრდებსა და მოხუცებს.

ტრენინგს ესწრეობოდნენ როგორც ბუსსს ანრის ბაკალავრიატისა და პროფესიული სპეციალობის სტუდენტები ასევე სასწავლებლის პერსონალი.

დღევანდელ ტრენინგზე იქნა წარდგენილი წითელი ჯვრის პრეზენტაცია იმის შესახებ თუ ვინ დაარსა, რომელ წელს და რა მიზანს ემსახურება წითელი ჯვარი როგორც საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაცია.

ტრენინგის დასასრული წარიმართა კითხვა პასუხის რეჟიმში და დამსწრეება მიიღეს ყოველგავრი ამომწურავი ინფორმაცია პირველადი დახმარების შესახებ ამა თუ იმ საკითხებში.