14, ნოემბერი 2019

სანაპირო ზოლზე ჩატარდა დასუფთავებითი სამუშაოები.

ქალთა საერთაშორისო სანაოსნო და სავაჭრო ასოციაცია საქართველოსა და ბათუმის ბულვარს შორის 2019 წლის 6 ნოემბერს გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის
მემორანდუმის ფარგლებში, მიმდინარეობს საზღვაო ნარჩენების მართვის პროექტზე მუშაობა.

ამ პროექტის ფარგლებში დღეს, 14 ნოემბერს ბათუმის ბულვარის მიმდებარე სანაპირო ზოლზე ჩატარდა დასუფთავებითი სამუშაოები.

პროექტი ხორციელდება WISTA Georgia მიერ, EMBLAS Plus-ის მხარდაჭერით და ფინანსდება ევროკომისიის მიერ, რომელშიც მონაწილეობას მიიღეს ქალთა (WISTA Georgia) საერთაშორისო სანაოსნო და სავაჭრო ასოციაცა საქართველოს წევრებმა:

ბუსსს ანრის ხარისხის განვითარებისა და უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა რუსუდან დიასამიძემ
სტუდენტთა, თანამშრომელთა და მსმენელთა მომსახურების განყოფილების უფროსმა ნინო ნაკაშიძემ.

ასევე დღევანდელ ღონისძიებაში ჩართული იყვნენ ბუსსს ანრის როგორც ბაკალავრიატზე მსწავლები სტუდენტები ასევე პროფესიულ სპეციალობაზე მსწავლები სტუდენტებიც.

 დღევანდელი დღის მთავარი მზანია პროექტში ჩართული მონაწილეების მიერ სატელეფონო აპლიკაციის „Marine Litter Watch” გამოყენება, რომელიც შექმნილია ევროპის გარემოს სააგენტოს მიერ მყარი ნარჩენების მონაცემთა შეგროვების და იდენტიფიცირების მიზნით, რათა მოხდეს საქართველოს სანაპიროებზე მყარი ნარჩენების სახეობების მონაცემთა შეგროვება, რაც საბოლოო ჯამში საშუალებას მისცემს ქვეყანას, ევროკავშირის დახმარებით, შესაბამისი კამპანია და სამოქმედო გეგმები შეიმუშაოს გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.

 ბუსსს ანრის წარმომადგენლები, საერთაშორისო სანაოსნო და სავაჭრო ასოციაცია”- საქართველო (WISTA Georgia) წევრები ქალბატონი რუსუდან დიასამიძე და ქალბატონი ნინო ნაკაშიძე მადლობას უხდის ბუსსს ანრის სტუდენტებს და თვითმმართველობას ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში ჩართულობისათვის. 

#სუფთაგარემო
#შავიზღვა
#BlackSea

#ბუსსსანრი
#BHMESANRI