06, ნოემბერი 2019

კავკასიის სამართლის აკადემიის ტრენინგი.

დღეს ბუსსს ანრიში დაიწყო კავკასიის სამართლის აკადემიის ტრენინგი.

დღევანდელ დღეს განხილული იყო საჯაროდ გამოსვლის ხელოვნება, რომელიც გულისხმობს იმას თუ როგორ უნდა მივიბყროთ მსმენელთა ყურადღება და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სპიკერი. როგორი უნდა იყოს მისი გარეგნობა, საუბრის მანერა და როგორ უნდა შესძლოს აუდიტორიის დაინტერესება.

ასევე განხილული იყო "ჟესტებით საუბარი" თუ როგორ გველაპარაკება ადამიანის სხეული კონკრეტულ სიტუაციებში გამოხატული ჟესტიკულაციებით.

ტრენინგის დასასრული კი წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში სადაც სტუდენტებმა და სხვა დამსწრეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები და დასვეს ის კითხვები რომლებიც მათ დაუგროვდათ ტრენინგის მსვლელობისას.

ტრენინგს უძღვებოდნენ:
გიორგი მათიაშვილი- კავკასიის სამართლის აკადემიის დირექტორი.
ეთო ურიდია- ჟურნალისტი.
ლევან შარვაშიძე- იურისტი.

ტრენინგს ესწრებოდა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს პიარ-მენეჯერი Tamuna Makharadze

შეგახსენებთ, რომ ტრენინგის დასრულებამდე დარჩენილია 2️⃣ დღე.