01, ნოემბერი 2019

Erasmus+ საკონტაქტო სემინარი.

2019 წლის 30-31 ოქტომბერს ქალაქ თბილისში Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის ორგანიზებით გაიმართა Erasmus+ საკონტაქტო სემინარი.

ბუსსს ანრიდან სემინარს ესწრებოდნენ საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ნათია დიასამიძე და პრაქტიკის, კარიერის დაგეგმვისა და სტუდენტებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ომარ დიასამიძე.

სემინარის ძირითადი ნაწილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ, თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელიმ, Erasmus+ საქართველოს ოფისის კოორდინატორმა ლიკა ღლონტმა გახსნეს.

დღე 1- ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა გამართეს ზოგადი ხასიათის პრეზენტაციები თავიანთი საგანმანათლებლო სისტემისა და ზოგადად უნივერსიტეტის პროფილის შესახებ.

დღე 2- ევროპულ და ქართულ უნივერსიტეტებს ჰქონდათ საშუალება, გაეცვალათ ინფორმაცია და ემსჯელათ თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებზე.

Erasmus+ საკონტაქტო სემინარის მსვლელობისს ბუსსს ანრიმ, წარადგინა თავისი სარეკლამო მასალა.
ბუსსს ანრის წარმომადგენლებმა სემინარის ფარგლებში გამართეს შეხვედრები ევროპელ კოლეგებთან და განიხილა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

სემინარის მიზანი მომავალი კონკურსისათვის პარტნიორების მოძიება იყო.
სემინარის ფარგლებში უმასპინძლეს: ევროპის 11 ქვეყნის 46 უნივერსიტეტის 57 წარმომდგენელს. ევროპელ კოლეგებს სემინარზე დახვდა საქართველოს 44 უნივერსიტეტის 100-მდე წარმომადგენელი