25, სექტემბერი 2019

ტრენინგი პედაგოგებისა და თანამშრომლებისათვის

ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსისა და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თანადგომითა და უშუალო ხელშეწყობით ბათუმის უმაღლესმა საზღვაო საინჟინრო სასწავლებელმა ანრიმ მოიწვია უფროსი ექსპერტების გერმანული ორგანიზაციის SES (Senior Experten Service) ექსპერტი ჰერბერტ რიუქი (Herbert Rucke) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 3.12 და 3.17 მოდელ კურსების შესაბამისად პედაგოგებისა და თანამშრომლებისათვის „მეზღვაურთა შეფასება,შემოწმება და სერტიფიცირება“ და „საზღვაო ინგლისური“ ტრენინგის ჩასატარებლად 25 სექტემბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით.
ტრენინგის ხანგრძლივობაა სამი კვირა.
დიდი მადლობა ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსსა და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მხარდაჭერისათვის,ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და გვერდში დგომისთვის.
ტრენინგის პირველი დღე
ტრენერი - ექსპერტი ჰერბერტ რიუქი