info@mtc-anri.ge +995 422 210-757

  • ქართული
  • English
  • Русский

18, ივლისი 2017

ერთი ქართული ოჯახი ოთხი მეცნიერებათა დოქტორითაა წარმოდგენილი და ამასთანავე ოთხივე საზღვაო სფეროში საქმიანობს!...

შორეული ნაოსნობის კაპიტანი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პედაგოგი და აღმზრდელი, საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელ “ანრი“-ს დამაარსებელი და ხელმძღვანელი, არაერთი სასიკეთო და პატრიოტული საქმის ინიციატორი, მოთავე და სულისჩამდგმელი, განსაკუთრებულად გულისხმიერი ადამიანი, მეგობარი და კოლეგა, მეუღლე, მამა და ბაბუა...

...სწორედ ასეთი პიროვნება გახლავთ ჩვენი საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი და მრავალი ჩვენგანისათვის ძვირფასი ანზორ დიასამიძე, რომლის ოჯახის წევრებიც საზღვაო სფეროში საქმიანობით არიან დაკავებული და ამ დარგში უკვე სამეცნიერო მოღვაწეობასაც ეწევიან...

... რაოდენ სასიხარულოა, რომ ბატონი ანზორის და მისი შვილების, უკვე ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორების რუსლან და თეა დიასამიძეების მსგავსად სულ ახლახან ეს „ტრადიცია“ ოჯახის რძალმა, სამი შვილის დედამ, ნინო ნაკაშიძემაც გააგრძელა, რომელმაც ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის (New Vision University) დოქტორანტურის წარმატებით დასრულების შემდეგ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორის თამაზ მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით სადისერტაციო თემაზე : „საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის მენეჯმენტის სრულყოფის ღონისძიებები“ სამეცნიერო ხარისხი დაიცვა და ისიც ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი გახდა!

... ეს ფაქტი იშვიათი გამონაკლისი გახლავთ, როდესაც ერთი ქართული ოჯახი ოთხი მეცნიერებათა დოქტორითაა წარმოდგენილი და ამასთანავე ოთხივე საზღვაო სფეროში საქმიანობს!...

...ჩვენის მხრივ შემდგომ გამარჯვებებს ვუსურვებთ ამ წარმატებულ ადამიანებს საზღვაო სფეროში საქმიანობისას და სამეცნიერო ასპარეზზე მოღვაწეობისას!

ავტორი : პაატა ტაბაღუა

რამოდენიმე ფაქტი ჩვენს შესახებ


211
ახალბედა
113
საათი სწავლა
78
ეტაპობრივი გამოცდა
1001
კურსდამთავრებული