13, სექტემბერი 2019

ბათუმის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი „ანრი“ კვლავ მოწოდების სიმაღლეზე გაუმკლავდა „MRCC“-ის საგანგებო დავალებას!

TVM NEWS-ის მედია ჯგუფი, დღეს 13 სექტემბერს დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდა საკმაოდ მასშტაბურ საზღვაო პროგრამაში, რომელიც განხორციელდა: 

ამასთან დაკავშირებით TVM NEWS-ის მედია ჯგუფმა  საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერეს ბათუმის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი-„ანრი“ს გემის კაპიტან: ბადრი ბერიძესთან:

„ბათუმის პორტის ეკვატორიასთან ორი გემი შეეჯახა ერთმანეთს, იწყება სამაშველო სამუშაოები ხალხის გადასარჩენად, ზღვის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ნავთობი არ ჩაიღვაროს ზღვაში და არ მოხდეს მისი ეკოლოგიური დაბინძურება და ზიანი, რომ არ მიადგეს ზღვის სანაპირო ზოლს. აქდან გამომდინარე პორტი მზად უნდა იყოს ყოველთვის ასეთი უსიამოვნო ინციდენტების აღმოსაფხვრელად. ამაში ჩართულები იქნებიან, ყველა სამაშველო ჯგუფი, ნავთობშემგროვებლები, ვერთმფრენი, იმ შემთხვევაში, რომ დროულად მოხდეს დაზარალებული ხალხის ევაკუაცია. ეს არის ზღვის დაბინძურების წინააღმდეგ მართული ოპერაცია და სამაშველო წრთვნები. არა, მხოლოდ ანრის გემი არ ღებულობს ამაში მონაწილეობას, მონაწილეობს ასევე მახინჯაურის სასწავლებლის გემი: „ელიტა“, ასევე სამაშველო ძალები, დამხმარე გემები, მრავალი მცურავი ერთეული იქნება, რომელიც მონაწილეობას მიღებს ამ სამაშველო წვრთნებში, ჩვენი სასწავლებლის გემი: „ოთარ ჩახვაძე“ და მისი ხუთი ეკიპაჟის წევრი მიიღებს მონაწილეობას, ასევე ადმინისტრაციის წარმომადგენელი დამკვირვებლები, ოპერაცია საკმაოდ ხანრძლივია და გასტანს ალბათ 5-6 საათს, რადგან მსგავსი ტიპის წვრთნები უბრალოდ შეუძლებელია, რომ მალე დასრულდეს. ჩვენ გვაქვს სამაშველო ცენტრიდან მიღებული ბრძანება, რომ გავიდეთ ჩვენს წერტილში და დაველოდოთ და დაკვირვება ვაწარმოოთ, თუ როგორ შეასრულებენ ამ ოპერაციას მთავარი მცურავი ძალები და ვართ აბსოლუტურ მზადყოფნაში, რომ საჭიროებისთანავე ჩავერთოთ სამაშველო ქმედებებში.“

ჩვენი ჟურნალისტის გადმოცემით ამ საწვრთნელმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ჩვენმა გემმა: „ოთარ ჩახვაძემ“ მოწოდების სიმაღლეზე გაართვა თავი მასზე დაკისრებულ მოვალეობას! ხოლო თავად გემის კაპიტანმა ბატონმა ბადრიმ უფრო დეტალური ანალიზი გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, კერძოდ: ვერთმფრენთან კომუნიკაციის ტექნიკურ წუნს, თუ არ ჩავთვლით, ეს წვრთნები ჩაითვალა დამაკმაყოფლებლად. თუმცა ბადრი ბერიძემ გაგვიზიარა მისი წუხილი იმის შესახებ, რომ სამწუაროდ ბათუმის ნავსადგურს დღესდღეობით არ გააჩნია ისეთი მცურავი ერთეული, რომელიც „ემეს“-ის ყველა მოთხოვნილებას შეასრულებს, MRCC-ს სტანდარტების შესაბამისად.