29, აგვისტო 2019

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე

პოზიცია: დამლაგებელი

სამუშაო ადგილი: ქ.ბათუმი, ინასარიძის ქ.N29

დაწესებულება: შპს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი
ხელშეკრულების ხანგრძლივობა: ერთი წელი შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობით
სამუშაო გრაფიკი: სრული

ანაზღაურება:  300 ლარი

პოზიციის მიზანი: სასწავლებლის კორპუსის ყოველდღიური დალაგება და მოწესრიგება, გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.

ძირითადი მოვალეობები:

  1. ყოველდღიურად სასწავლებლის საფუძვლიანი დალაგება-დასუფთავება;
  2. აუდიტორიების, კაბინეტების, საკლასო ოთახების, საერთო საცხოვრებლის ოთახების, სველი წერტილების, ყოველი სართულის დერეფნების სისტემატური დალაგება-დასუფთავება;
  3. სამუშაოს დასრულების შემდეგ, დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარის განკუთვნილ ადგილზე მოთავსება;
  4. უშუალო ხელმძღვანელის დაუყოვნებლივი ინფორმირება სამუშაოს შესრულების პროცესში შენობა-ნაგებობაში აღმოჩენილი მწყობრიდან გამოსული ელექტრო, წყალგაყვანილობის და სხვა მოწყობილობების დაზიანებების შესახებ. 
  5. სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებების ხარჯვის ოპტიმიზაცია;
  6. სანიტარულ და ჰიგიენური ნორმების დაცვა.

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  1. საშუალო განათლება
  2. პასუხისმგებლობის გრძნობა
  3. ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა
  4. კომუნიკაციის უნარი, თავაზიანობა
  5. გუნდური მუშაობის უნარი
  6. კეთილსინდისიერება
     

თუ დაინტერესდით აღნიშული ვაკანსიით და ასევე, აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, შეგიძლიათ წარმოადგინოთ CV (თანდართული ფორმით)/ავტობიოგრაფია შემდეგ მისამართზე: info@mtc-anri.edu.ge. გთხოვთ, პოზიციის სახელი "დამლაგებელი" მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურში. 

განაცხადების მიღების საბოლოო თარიღი: 2019 წლის 27 სექტემბერი.

 

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.