15, აგვისტო 2019

საგანმანათლებლო დაწესებულებების კონსულტირება და ტრეინინგი

ბუსსს ანრის ხარისხის სამსახურის უფროსი ქალბატონი რუსუდან დიასამიძე, განათლების ხარისხის სპეციალისტი ქალბატონი ლია ფარტენაძე და საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი გურამ ქათამაძე მ.წ. 12, 13, 14 აგვისტოს ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებების კონსულტირებასა და ტრეინინგს მოდულური/დუალური განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი პროგრამების განხორციელების შეფასების (შეაფასე ეტაპი), ასევე პროგრამების შემუშავების, განხორციელებისა და განვითარების საკითხებში (განავითარე ეტაპი).