01, აგვისტო 2019

სიმულატორების ინსტრუქტორებისა და შემფასებლების მომზადების“ პრეზენტაცია ბუსსს ანრიში

გერმანიის წამყვანი ორგანიზაციის SES და ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსის მიერ სერტიფიცირებულმა ინსტრუქტორებმა: ბატონმა ვლადიმერ ბოგდანოვმა და ბატონმა რუსლან დიასამიძემ დღეს წარუდგინეს 6.10 მოდელ კურსის შესაბამისად „სიმულატორების ინსტრუქტორებისა და შემფასებლების მომზადების“ პრეზენტაცია სასწავლებლის ადმინისტრაციას.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ : გენერალური დირექტორი ბატონი ანზორ დიასამიძე, ხარისხის განვითარებისა და უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ქალბატონი რუსუდან დიასამიძე, განათლების ხარისხის სპეციალისტი ქალბატონი ლია ფარტენაძე, პედაგოგები: რევაზ ბერიძე,აკაკი ესანჯია,ლავრენტი სეიდიშვილი,დავით ჩხაიძე, გენადი შერვაშიძე,გიორგი ნარაკიძე და სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები : ქალბატონი ნინო ორაგველიძე და ქალბატონი მარიკა ჭყონია.