19, ივლისი 2019

პროფესიული განათლების განვითარებისთვის!

მიმდინარე წლის 24 ივლისს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით ეწყობა სამუშაო შეხვედრა ავტორიზაციის ახალი დებულებისა და სტანდარტების განხილვის მიზნით.
შეხვედრა ჩატარდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის შენობაში. მისამართი: ქალაქი თბილისი, წერონისის ქუჩა 208 (ზურა შევარდნაძის გარდენიას მიმდებარედ). 
რეგისტრაცია დაიწყება 10.30 საათზე, შეხვედრა - 11 საათზე.