17, ივლისი 2019

პირადი გადარჩენის მეთოდების უნარჩვევების წვრთნა

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის წვრთნისა და სერტიფიცირების ცენტრის მიზანია გამოუშვას მაღალკვალიფიცირებული მეზღვაურები. ამისთვის მნიშვნელოვანია სტანდარტებთან შესაბამისი, ხარისხიანი პრაქტიკული წვრთნების ჩატარება, რასაც ჩვენი საწვრთნელი ცენტრი ანიჭებს დიდ ყურადღებას. 

ა/წ 17 ივლისს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი  ანრის სასწავლო გემ "კაპიტან ო. ჩახვაძეზე“   ჩაუტარდათ  მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების ცენტრის მსმენელებს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 1.19 მოდელ კურსის მოთხოვნის თანახმად პირადი გადარჩენის მეთოდების უნარჩვევების წვრთნა.

წვრთნა ჩაატარა წვრთნისა და სერტიფიცირების ცენტრის ინსტრუქტორმა, შორეული ნაოსნობის კაპიტანმა ვახტანგ რამიშვილმა.