13, ივლისი 2019

მეზღვაურთა დღე

უკვე მე-9 წელია, რაც საქართველო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ, 2010 წელს გამოცხადებულ, პროფესიულ დღესასწაულს - მეზღვაურთა დღეს ზეიმობს. როგორც ყველა სხვა საზღვაო ქვეყანაში, საქართველოშიც, ეს დღე მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება. მთავარი ეპიცენტრი კი რაღათქმაუნდა ბათუმია.

არც წელს დაურღვევია ტრადიცია ბუსსს ანრის და დიდი ზეიმით აღინიშნა მეზღვაურთა დღე. ამ დღესთან დაკავშირებით ბუსსს ანრის გემთან მოეწყო სასწავლებლის მფლობელობაში არსებული ინვენტარის გამოფენა, აგრეთვე მოხდა სხვადასხვა ღონისძიებებისა და აქტივობების გამართვა. დაჯილდოვდა სასწავლებლის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები, ასევე სასწავლებლის ადმინისტრაციამ დიდი მადლობა გადაუხადა მათ სასწავლებლის განვითარებისა და სწავლების დონის ამაღლებისათვის.