28, ივნისი 2019

კონფერენცია თემაზე “ციფრული ტრანსფორმაცია: საზოგადოება და უნივერსიტეტი.”

ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსის,” „საქართველოს უნივერსიტეტისა“ და "შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის" ორგანიზებით, გაიმართა ორდღიანი კონფერენცია თემაზე “ციფრული ტრანსფორმაცია: საზოგადოება და უნივერსიტეტი.” კონფერენცია რამდენიმე ფორმატისგან შედგებოდა - პრეზენტაციები, კონკრეტული ქეისების განხილვა და პანელური დისკუსიები. აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწალებელი ანრის პროფესორმა ლია ფარტენაძემ და საზღვაო ნავიგაციის პირველი კურსის სტუდენტმა ილია ნიქაბაძემ.