25, ივნისი 2019

პირადი გადარჩენის მეთოდების უნარჩვევების წვრთნა ბუსსს ანრის სასწავლო გემზე

შპს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის ორგანიზებით პირველად საქართველოში წარმატებით ჩატარდა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 1.19 მოდელ კურსის მოთხოვნის თანახმად პირადი გადარჩენის მეთოდების უნარჩვევების წვრთნა ბათუმის საზღვაო ნავსადგურის № 10 გემმისადგომთან ბუსსს ანრის სასწავლო გემი "კაპიტან ო. ჩახვაძის" გამოყენებით.

შპს ბუსსს ანრის ხელმძღვანელობა მადლობას უხდის თანადგომისათვის საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის და სახმელეთო დაცვის ხელმძღვანელობას.

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი გილოცავთ მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს!