18, ივნისი 2019

პირველი ადგილი ინტელექტუალურ თამაშ „Brain Box 2019“-ში

ა/წ 17 ივნისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით ჩატარდა ინტელექტუალური თამაში „Brain Box 2019“.

მასში მონაწილეობა მიიღო ჩვენი სასწავლებლის გუნდმა „არმაგედონმა“, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: გუნდის კაპიტანი -ჯაყელი შოთა .წევრები - აბულაძე ლაშა ,ზოსიძე ჯაბა და ლაშა გოგიტიძე .გუნდმა მიაღწია დიდ წარმატებას - დაიკავა პირველი ადგილი, რისთვისაც მათ გადაეცათ სიგელები. 

ბუსსს ანრის სრული შემადგენლობა მადლობას უხდის ორგანიზატორებს,ულოცავს გამარჯვებას გუნდ „არმაგედონს“ და უსურვებს წარმატებებს.