12, ივნისი 2019

ბუსსს ანრის პერსონალის და სტუდენტების საყურადღებოდ!

ბუსსს ანრი ჩაერთო კვლევით და სამეცნიერო საქმიანობაში. სამეცნიერო საქმიანობის სრულყოფილი განხორციელებისთვის აუცილებელია პლაგიატის საწინააღმდეგო ზომების დანერგვა. ამ მიზნით გავაფორმეთ ლიცენზიის ხელშეკრულება კომპანია "Plagiat.pl Sp z o o" და ჩართული ვართ სისტემაში, რომელიც ახორციელებს დოკუმენტების შინაარსის შედარებას, კერძოდ კომპიუტერული პროგრამა ახდენს პროგრამაში შეყვანილი სტატიის შედარებას, უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზაში მის ანალიზს და სხვა მასალასთან შედარებას და შენახვას დისკის სივრცეში. 
ხვალ 14:00 საათზე სასწავლებლის კონფერენც დარბაზში ჩატარდება პროგრამის ონლაინ პრეზენტაცია. 
პრეზენტაციას ჩაატარებს "Plagiat.pl Sp z o o" კომპანიის სპეციალისტი.