08, ივნისი 2019

მსოფლიო ეკოლოგიური დღესასწაული

დღეს 8 ივნისს აღინიშნება მსოფლიო ეკოლოგიური დღესასწაული "ოკეანის დღე".

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელმა ანრიმ მოაწყო ამ დღისადმი მიძღვნილი შემეცნებით კონფერენცია „წყალი და ადამიანი“. 

კონფერენციის ძირითადი მიზანი იყო, მოქალაქეობრივი და პროფესიული პასუხისმგებლობების ამაღლება წყლის ეკოლოგიის მიმართულებით.

კონფერენციის მუშაობაში ჩვენი სასწავლებლის სტუდენტებისა და პერსონალის გარდა მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს უფროსმა ირაკლიჭავჭანიძემ,საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მეზღვაურთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო ორაგველიძემ,ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესორმა მზია დიასამიძემ,საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უსაფრთხოების მართვის სპეციალისტმა მერაბ დავითაძემ,ბათუმის ნავთობტერმინალის გარემოს დამცველმა თენგო გორდელაძემ და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ლოჯისტიკის ფაკულტეტის დეკანმა ქეთევან გოლეთიანმა.

კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.