04, ივნისი 2019

პრაქტიკული წვრთნები

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის წვრთნისა და სერტიფიცირების ცენტრის მიზანია გამოუშვას მაღალკვალიფიცირებული მეზღვაურები. ამისთვის მნიშვნელოვანია სტანდარტებთან შესაბამისი, ხარისხიანი პრაქტიკული წვრთნების ჩატარება, რასაც ჩვენი საწვრთნელი ცენტრი ანიჭებს მნიშვნელოვან ყურადღებას. 
წვრთნების ჩასატარებლად ცენტრი აღჭურვილია შესაბამისი, თანამედროვე სიმულატორებით, დანადგარებით, აღჭურვილობით, კატარღებით.
საწვრთნელი კურსი "კოლექტიური სამაშველო საშუალებებისა და სამაშველო კატარღების მართვა, გარდა სწრაფმავალი სამაშველო კატარღებისა" არ იქნება სრულყოფილი პრაქტიკული წვრთნების გარეშე.

იხ. ვიდეო