27, მაისი 2019

საჯარო ლექცია თემაზე - „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინაშე არსებული საფრთხეები, რისკები და გამოწვევები“

დღეს, 27 მაისს, ბათუმის უმაღლეს საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ ანრიში მოწვეული იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარის  მრჩეველი, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, ასისტენტ პროფესორი ლაშა ხოზრევანიძე, რომელმაც ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე - „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინაშე არსებული საფრთხეები, რისკები და გამოწვევები“. ლექციას ესწრებოდნენ ბუსსს ანრის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.
აღნიშნულმა თემამ დიდი ინტერესი და სტუდენტების აქტიურობა გამოიწვია. შეხვედრა ჩატარდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. სტუდენტებმა სურვილი გამოთქვეს სამომავლოდ უფრო ხშირად ჩატარდეს მსგავსი საჯარო ლექციები.
ბუსსს ანრი მზადაა ორგანიზება გაუწიოს და და უმასპინძლოს ნებისმიერ ღონიძიებას, რაც საჭირო და საინტერესო იქნება სტუდენტების ზოგადი განათლებისა და განვითარებისთვის.