01, მაისი 2019

"შენი იდეა ბათუმს"

ბათუმის მერია ახორციელებს პროექტს "შენი იდეა ბათუმს".

პროექტის მიზანია მოქალაქეთა ჩართულობა საბიუჯეტო პროცესის ნაწილში და მათ საჭიროებებზე დაფუძნებული ბიუჯეტის შემუშავება. პირველ ეტაპზე პროექტის ბიუჯეტი 120 000 ლარს შეადგენს. მოქალაქეების მონაწილეობით დაგეგმილი ბიუჯეტის წილი ეტაპობრივად გაიზრდება. 

ბათუმში რეგისტრირებულ ყველა მოქალაქეს,ან მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს შუძლია გადაწყვიტოს,რა პროექტებს მოხმარდეს აღნიშნული თანხა.მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი პროექტების განხორციელების არეალი უნდა ექცეოდეს ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში,იდეის რეგისტრაცია შესაძლებელია 15 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით, საბჭოს მიერ იდეები შეირჩევა 10-დან 15 ივნისის ჩათვლით. შერჩეული პროექტებისთვის ხმის მიცემა განხორციელდება 15-დან 30 ივნისის ჩათვლით,რის საფუძველზეც გამოვლინდება გამარჯვებული. 

საპროექტო განაცხადების დარეგისტრირება შესაძლებელია ელექტრონულად,ქ.ბათუმის მონაწილეობითი ბიუჯეტირების ელექტრონულ პლატფორმაზე ამ ბმულის საშუალებით ან მერიის სერვისცენტრებში.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე