16, მაისი 2019

2019 წლის წიგნის თარგმნის პროგრამა

აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება აცხადებს კონკურსს ამერიკელი ავტორების წიგნის თარგმნის პროგრამაზე. პროგრამის მიზნია ქართველი სტუდენტებისათვის,მკვლევარებისა და დაინტერესებული საზოგადოებისათვის გაზარდოს უახლეს კვლევებზე სახელმძღვანელოებსა და თანამედროვე პოპულარულ ლიტერატურაზე ფინანსური და ფიზიკური ხელმისაწვდომობა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საგამომცემლო სახლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს. პროგრამის დაფინანსების შემთხვევაში, წიგნის თარგმნის პროექტის ფარგლებში გაიცემა გრანტები შემდეგი მიმართულებით:

  • საჯარო პოლიტიკა: ზოგადი საჯარტო პოლიტიკა,გარემოს დაცვის,სოფლის მეურნეობის,ჯანდაცვის,განათლების მართვის საჯარო პოლიტიკა.
  • მედია: მედია ეთიკა,მედიის მენეჯმენტი,მასკომუნიკაცია და სხვა დაკავშირებული თემები.
  • საერთაშორისო ურთიერთობები: საგარეო პოლიტიკა,საერთაშორისო ურთიერთობები და სხვა დაკავშირებული თემები.
  • სამართალი: საერთაშორისო სამართალი,ინტელექტუალური საკუთრების სამართალი,ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და სხვა დაკავშირებული თემები.
  • ეკონომიკა: მეწარმეობა,ბიზნესადმინისტრირება,მენეჯმენტი,ეკონომიკა და სხვა დაკავშირებული თემები.
  • მხატვრული ლიტერატურა (განიხილება მხოლოდ ჩამოთვლილ თემებზე) : სამოქალაქო განათლება,სამოქალაქო საზოგადოება,ეთნიკური უმცირესობებისა და ქალტა თანასწორობა,კონფლიქტების მოგვარება,გარემო,ინფორმაციის თავისუფლება,ადამიანის უფლებები,საჯარო განათლება და ადვოკატირება,კანონის უზენაესობა.

პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია,მატ შორის საჭირო დოკუმენტაცია და განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე