20, მაისი 2019

ტექნიკური სწავლება ბუსსს ანრიში

ბუსსს ანრის ხარისხის განვითარებისა და უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა ქ-ნმა რუსუდან დიასამიძემ სასწავლებლის პერსონალს გააცნო 2019 წლის 30 აპრილის სენატის დადგენილებით (ოქმი N10) და გენერალური დირექტორის 2019 წლის 30 აპრილის N 69 ბრძანებით დამტკიცებული განახლებული სტრუქტურა და საშტატო განრიგი. ტექნიკური სწავლების დროს განხილულ იქნა ასევე თანამშრომლების ფუნქციონალური მოვალეობები, განყოფილებების განახლებული დებულებები და სხვა.