17, მაისი 2019

სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია

ა.წ. 17 მაისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტთა და მაგისტრანტთა კონფერენცია გაიმართა.საზღვაო ფლოტის განვითარება და ნაოსნობა საქართველოში, სატრანსპორტო ლოგისტიკის როლი გლობალურ ეკონომიკაში, გარემოს დაბინძურების თავიდან აცილება- თემებზე სტუდენტებმა მოხსენებები წარადგინეს.

კონფერენციაზე 4 სექცია იყო წარდგენილი: საზღვაოსნო მეცნიერებები, ლოგისტიკა, ჰუმანიტარული, სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ასევე ბიზნესის ადმინისტრირება.

კონფერენცია გახსნა ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა პარმენ ხვედელიძემ,ასევე სიტყვით გამოვიდნენ რექტორის მოადგილე, კანცლერი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.

მონაწილეობა მიიღეს 40-მდე სტუდენტმა,დასასრულს კი მათ მიიღეს სერტიფიკატები.

ბუსსს ანრი მადლობას უხდის ორგანიზატორებს და უსურვებს წარმატებებს.