18, მაისი 2019

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: ,,უმაღლესი განათლების განვითარების მიმდინარე ტენდენციები”

ა.წ. 18 მაისს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ტექნოპარკში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: ,,უმაღლესი განათლების განვითარების მიმდინარე ტენდენციები” გაიმართა.

კონფერენციაზე საქართველოს, ბრიტანეთის, გერმანიისა და შვეიცარიის გარდა, კიდევ 10 ქვეყნის განათლების ექსპერტები და მკვლევარები მონაწილეობდნენ. სპეციალურად, აღნიშნული კონფერენციისთვის საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან, კემბრიჯისა და მიდლსექსის უნივერსიტეტების პროფესორები. 

კონფერენციას ესწრება ბუსსს ანრის რექტორი რუსლან დიასამიძე.

კონფერენციის მიზანია უმაღლესი განათლების განვითარების მიმდინარე პროცესებში საერთაშორისო სპეციალისტების ჩართულობის გაზრდა.

ბუსსს ანრი მადლობას უხდის ორგანიზატორებს და უსურვებს წარმატებებს.