17, მაისი 2019

„საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის

მ.წ. 14 მაისს ქ.თბილისში, „სასტუმრო იოტაში" გაიმართა „საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის" მეხუთე ფორუმი, რომელსაც ესწრებოდა საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი გურამ ქათამაძე. ფორუმზე წარმოდგენილი იქნა ასოციაციის 2017-2018 წლების ანგარიში. ასევე მოწვეული იყო ასოციაციის საერთო კრება და ჩატარდა ასოციაციის გამგეობის, პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის არჩევნები.

ბატონი გურამის კანდიდატურა წარდგენილი იყო ასოციაციის გამგეობაში ასარჩევად.

საერთო კრებამ ასოციაციის გამგეობის წევრებად აირჩია:
• ია ერაძე -საქართველოს ბიზნესის აკადემია „SBA”
• მაია ჩიხლაძე-საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა
• ნინო გომელაური- მარნეულის კოლეჯი
• გიორგი ბერაია-საზოგადოებრივი კოლეჯი გეორგია
• შორენა ხაჭაპურიძე-საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელი
• მანანა მახარაშვილი-საზოგადოებრივი კოლეჯი „ნატალი აკადემია“
• რაინდი ლომაია-საზოგადოებრივი კოლეჯი კავკასიონი

ახლადარჩეულმა გამგეობამ ხმათა უმრავლესობით პრეზიდენტად აირჩია ქ-ნი ია ერაძე, ხოლო ვიცე პრეზიდენტებად არჩეულ იქნენ ქ-ნი მაია ჩიხლაძე და ქ-ნი ნინო გომელაური.

დამსწრე საზოგადოებამ ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ვიცე- პრეზიდენტებს და გამგეობის წევრებს წარმატება და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.

ბუსსს ანრი მადლობას უხდის ორგანიზატორებს და უსურვებს წარმატებას.