GE|EN

გაცნობითი შეხვედრა ბათუმის სამედიცინო აკადემიის და ბუსსს ანრის შორის!

ა/წ 6 მარტს გაიმართა გაცნობითი შეხვედრა ბათუმის სამედიცინო აკადემიის და ბუსსს ანრის შორის.
შეხვედრას ესწრებოდნენ ორივე სასწავლებლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პროფესიული სტუდენტები.
შეხვედრაზე განხილული იყო სამომავლო თანამშრომლობის საკითხები,კერძოდ:
სტუდენტების ჩართულობა ერთობლივი კონფერენციების,სემინარების, შემეცნებით/გასართობი აქტივობების და სხვა სტუდენტური ღონისძიებების განხორციელებაში.
სამედიცინო აკადემიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ბუსსს ანრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
ბუსსს ანრის ადმინისტრაციის პრიორიტეტია პროფესიული სტუდენტებისთვის ხელშეწყობა როგორც საგანმანათლებო, ასევე შემეცნებით და გასართობ აქტივობებში.
მადლობას ვუხდით სამედიცინო აკადემია სამედიცინო აკადემიას თანამშრომლობისთვის და ვიმედოვნებთ რომ შევინარჩუნებთ არსებულ მეგობრულ და საქმიან ურთიერთობებს.