- ბათუმის უმაღლერსი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი (შემდგომში ანრი) აცხადებს ღია კონკურსს პროფესორის, ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტზე შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:
- პროფესორი 4 ერთეული;
- ასოცირებული პროფესორი 5 ერთეული;
- ასისტენტ-პროფესორი 6 ერთეული;
საზღვაო ნავიგაციის მიმართულება: 2 პროფესორი, 3 ასოცირებული პროფესორი, 3 ასისტენტ-პროფესორი; გემთმექანიკური მიმართულება: 1პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ-პროფესორი; ზოგადსაგანმანათლებლო და ზოგადტექნიკური დისციპლინების მიმართულება: 1პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი; სულ 15 აკადემიური თანამდებობა
- კონკურსი ტარდება საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის ქვემოთ ჩამოთვლილ მიმართულებებზე შემდეგ სასწავლო დისციპლინებში:
ა) საზღვაო ნავიგაციის მიმართულება:
- გემის მართვა და მანევრირება 1.2;
- გემის მართვა განსაკუთრებულ სიტუაციებში;
- გემთწამყვანობის ტექნიკური საშუალებები;
- საზღვაო და სანაპირო ნავიგაცია;
- საზღვაო ნავიგაცია განსაკუთრებულ პირობებში;
- უსაფრთხო ნავიგაცია და ვახტის გაწევის წესები;
- უსაფრთხო ნავიგაცია, რადიოლოკარტორების და ECDS -ის გამოყენება;
- კონვენციური საკვალიფიკაციო მოთხოვნები;
- გემის სატვირთო ოპერაციები და ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვის ტექნოლოგია;
- რესურსების მართვა ხიდურზე;
- მეტეოროლოგია, პროგნოზირება და ოკეანოგრაფია;
- ვიზუალური და რადიოსაკომუნიკაციო სიგნალები (GMDSS);
- საერთაშორისო საზღვაო კონვენციები და საზღვაო სამართალი;
- ზღვის გარემოს ეკოლოგიის დაცვა და პრევენცია;
- საზღვაო ლოცია;
- ფლოტის კომერციული ექსპლუატაცია;
- საზღვაო ინგლისური ენა;
- საზღვაო ინგლისური ენა SN1.1, SN1.2, SN2, SN3.1, SN3.2;
ბ) გემთმექანიკური დეპარტამენტი:
- გემის არქიტექტურა და სანაოსნო მახასიათებლები;
- გემის საერთო სისტემები, ტვირთამწე მოწყობილობები და საგემბანე მექანიზმი;
- გემის მექანიკური დანადგარების მუშაობა, გაუმართაობის გამოვლენა და ლიკვიდაცია, უსაფრხოების უზრუნველყოფა;
- გემის მდგრადობა და კონსტრუქცია;
- ავტომატიკის საფუძვლები და გემის ავტომატიზირებული მართვის სისტემები;
- გემის სამაცივრო დანადგარები, კონდენცირების სისტემები და მათი ექსპლუატაცია;
- გემის შიგაწვის ძრავების მომსახურება და ექსპლუატაცია;
- კონვენციური საკვალიფიკაციო მოთხოვნები;
- გემის ტექნიკური მომსახურება და შეკეთება, უსაფრთხოების ზომები;
- გემის შიგაწვის ძრავების კონსტრუქციები და მათი მუშაობის პრინციპები;
- თერმოდინამიკური პროცესები და ციკლები ძალურ დანადგარებში;
- სამანქანე განყოფილების რესურსების მართვა;
- საზღვაო ინგლისური ენა ME1.1, 1.2 , ME2, ME3.1, 3.2
გ) ზოგადსაგანმანათლებლო და ზოგადტექნიკური დისციპლინების მიმართულება:
- გამოყენებითი ქიმია და მასალათმცოდნეობის საფუძვლები;
- პროფესიული ფსიქოლოგია და კომუნიკაციები ჩაკეტილ სივრცეში;
- კონკურსის შედეგად აკადემიური პერსონალი აირჩევა 4 წლის ვადით:
- განცხადებების მიღება იწარმოებს საპროცედურო კომისიის მიერ, 2018 წლი 26 თებერვლიდან 12 მარტის ჩათვლით, ყოველ დღე (დასვენებისა და უქმე დღეების გარდა), 10:00-დან 16:00 საათამდე (შესვენება 13:00 საათიდან 14:00 საათამდე), საპროცედურო კომისიაში;
- დარეგისტრირებული განცხადებების განხილვა საკონკურსო კომისიის მიერ მოხდება 2018 წლის 15 მარტიდან 19 მარტის ჩათვლით;
- კენჭისყრა ჩატარდება 2018 წლის 22მარტს;
- საჩივრების მიღების და განხილვის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 23 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით;
- კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2018 წლის30 მარტისა „ანრის“ საინფორმაციო დაფასა და ვებგვერდზე: www.anri.edu.ge ;
- კონკურსში გამარჯვებულ პირებთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება არაუგვიანეს 2018 წლის2 აპრილისა;
- კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაციის გაცემა (მათ შორის საკონკურსო ადგილების რაოდენობა სწავლების ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის საგნების/მონათესავე საგანთა ჯგუფის მიხედვით და სხვ.) მოხდება საპროცედურო კომისიის მიერ: Email: info@anri.edu.ge
კონკურსში მონაწილეობის მსულველი კონკურსში მონაწილეობისთვს
ვალდებულია კომისიაში პირადად წარმოადგინოს სათანადო ფორმით შედგენილი განცხადება, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ქსეროასლი);
- სათანადო ფორმით შედგენილი ანკეტა, აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ (დედანი და ასლი)
- სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
- სამეცნიერო პედაგოგიური გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების მიერ;
- სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- იმ საკონკურსო საგნების ნუსხა, რომლებშიც კონკურსანტს შეუძლია სალექციო და/ან სხვა სახის კურსის გაძღოლა;
- პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად სწავლების სტრუქტურის მოკლე აღწერა (სილაბუსი)
- პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);
- 2 ფოტოსურათი 3X4;
- წარმოადგინოს სამედიცინო შემოწმების ცნობა (ფორმა100)
პროფესიული ნიშნით კონკურში მონაწილე პირებმა უნდა წარმოადგინონ:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ქსეროასლი);
- მასზე გაცემული კომპეტენციის სერტფიკატისთვის გავლილი საწვრთნელი კურსების დამადასდტურებელი სერტიფიკატი (დედანი და ქსეროასლი);
- სათანადო ფორმით შედგენილი ანკეტა, აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ (დედანი და ქსეროასლი)
- მინიმუმ ორი დახასიათება დამსაქმებელი გემთმფლობელისაგან ან გემის მენეჯმენტისაგან;
- მეზღვაურის კვალიფიკაციისა და კომპეტენციის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი (დედანი და ქსეროასლი)
- იმ საკონკურსო საგნების ნუსხა, რომლებშიც კონკურსანტს შეუძლია სალექციო და/ან სხვა სახის კურსის გაძღოლა;
- პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად სწავლების სტრუქტურის მოკლე აღწერა (სილაბუსი)
- პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);
- 2 ფოტოსურათი 3X4;
- წარმოადგინოს სამედიცინო შემოწმების ცნობა (ფორმა100)
კონკურსში მონაწილეობის მსურველის მხრიდან დაუშვებელია წარდგენილ იქნეს ერთზე მეტი განცხადება ერთ საკონკურსო აკადემიურ თანამდებობაზე
რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებია:
- საკონკურსო განაცხადის დადგენილი წესით განსაზღვრული პირობების დარღვევით შეტანა;
- თუ საკონკურსო განცხადება/დოკუმენტაცია ხარვეზის შემთხვევაში არ იქნება გამოსწორებული დადგენილ ვადაში;
- განცხადება საკონკურსო განაცხადის თანდართული დოკუმენტების არასრულად წარმოდგენა;