GE|EN

"წიგნისა და განათლების მეორე საერთაშორისო გამოფენაში“ - „BATUMI BOOK & EDUCATION FAIR 2024“

8, 9 და 10 მარტს,ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი უკვე მეორედ მონაწილეობას მიიღებს ბათუმის სპორტის სასახლეში დაგეგმილ "წიგნისა და განათლების მეორე საერთაშორისო გამოფენაში“ - „BATUMI BOOK & EDUCATION FAIR 2024“.
ბუსსს ანრის თვითმართველობის დელეგატი ნიკა მეგრელიძე გააკეთებს პრეზენტაციას სასწავლებლის შესახებ?
BATUMI BOOK & EDUCATION FAIR 2024-ში მონაწილეობას იღებს ადგილობრივი და საერთაშორისო დაწესებულებები, კერძოდ: უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები, კულტურულ-საგანმანათლებო ორგანიზაციები და ფონდები, წიგნის სადისტრიბუციო კომპანიები, გამომცემლობები, სტამბები, წიგნის მაღაზიები, ჟურნალ-გაზეთები, ქართული კულტურის ცენტრები, უცხო ენის ცენტრები.
გამოფენა გაიხსნება 8 მარტს 11:00 საათზე.
დასწრება თავისუფალია.
გამოფენა კომპანია ExpoBatumi –ის ორგანიზებით ტარდება.
ლადო ასათიანის ქ. №27
ბათუმი - ბათუმის სპორტის სასახლე