24-26 მარტს,ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი მონაწილეობას მიიღებს ბათუმის სპორტის სასახლეში გამართულ წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველ საერთაშორისო გამოფენაში - „BATUMI BOOK & HIGHER EDUCATİON 2023“.
გამოფენის მონაწილე, ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის თვითმართველობის დელეგატი ანრი სირაბიძე 25 მარტს, 12:40 საათზე წარსდგება ბუსსს ანრის პრეზენტაციით.
BATUMI BOOK & HIGHER EDUCATİON 2023-ში მონაწილეობას იღებს 40-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო დაწესებულება, კერძოდ: უმაღლესი სასწავლებლები, კულტურულ-საგანმანათლებო ორგანიზაციები და ფონდები, წიგნის სადისტრიბუციო კომპანიები, გამომცემლობები, სტამბები, წიგნის მაღაზიები, ჟურნალ-გაზეთები, ქართული კულტურის ცენტრები, უცხო ენის ცენტრები.
გამოფენა გაიხსნება 24 მარტს 11:00 საათზე.
დასწრება თავისუფალია.
გამოფენა კომპანია Expo Batumi–ის ორგანიზებით ტარდება.