GE|EN

სამუშაო შეხვედრა

ა/წ 2 აპრილს ქ. თბილისში სასტუმრო Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace–ში გაიმართა სამუშაო შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებისა და წარმომადგენლების შესაძლებლობების გაძლიერება დაწესებულებების ინსტიტუციური განვითარებისა და თვითშეფასების პროცესში მტკიცებულებათა იდენტიფიცირების საკითხებთან დაკავშირებით.
სამუშაო შეხვედრა მხარდაჭერილი იყო გაეროს განვითარების პროგრამა - „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ VET 3 - სა და პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების მხარდაჭერის ქვეპროგრამის მიერ.
განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: უკუკავშირი დირექტორების შესაძლებლობების გაძლიერების ტრენინგებთან დაკავშირებით, მტკიცებულებათა განხილვა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველ და მეორე სტანდარტთან დაკავშირებით,მტკიცებულებათა განხილვა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მესამე და მეოთხე სტანდარტთან დაკავშირებით,მტკიცებულებათა განხილვა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მეხუთე სტანდარტთან დაკავშირებით,სამუშაო ჯგუფების მიერ მტკიცებულებათა იდენტიფიცირება ავტორიზაციის სტანდარტებთან დაკავშირებით.
შეხვედრას ესწრებოდა ბუსსს ანრის პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსი დავით ჩხაიძე.