GE|EN

ტრენინგის შემაჯამებელი შეხვედრა

2023 წლის 13 ნოემბრიდან 16 ნოემბრის ჩათვლით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ ჩატარდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირების შესაძლებლობების გაძლიერების, მათ შორის პროფესიული განათლების სისტემის ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოს დაახლოებასთან დაკავშირებით ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოსა და მექანიზმებთან - ონლაინ ტრენინგი ტრენინგი, ხოლო 17 ნოემბერს ქ.თბილისში გაიმართა პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში აღნიშნული ტრენინგის შემაჯამებელი შეხვედრა (შემაჯამებელი სესია მიმდინარე საკითხებისა და ხარისხის მექანიზმებში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ. განვლილი საკითხების შეჯერება/დისკუსია/კითხვა-პასუხი/ანალიზი) და სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია, რომელსაც ესწრებოდნენ ის პირები, რომლებიც დარეგისტრირდნენ მიმდინარე ტრენინგზე.
ტრენინგს და შემაჯამებელ შეხვედრას ესწრებოდა ბუსსს ანრის ხარისხის განვითარებისა და უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი რუსუდან დიასამიძე.
ბუსსს ანრი მადლობას უხდის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ტრენინგის თითოეულ პრეზენტატორს საჭირო და საინტერესო ტრენინგის ორგანიზებისათვის.