GE|EN

ტრენინგი : „სტრესი და მისი მართვა“

ბუსსს ანრის ხელმძღვანელობის ერთ-ერთი მიზანი და პრიორიტეტია პერსონალის განვითარება, კვალიფიკაციის ამაღლება, თანამედროვე მოთხოვნებზე შესაბამისობა. სწორედ ამ მიზნით პერსონალს უტარდება სხვადასხვა ტრენინგები.
ამა წლის 2-3 ნოემბერს ბუსსს ანრის პერსონალს ჩაუტარდა ტრენინგი : „სტრესი და მისი მართვა“.
ტრენინგის მიზანი იყო სტრესის წყაროების და სიმპტომების განსაზღვრა, სტრესის დონის შეფასება და სტრესის მართვის განსხვავებული ტექნიკების გამოყენება, რაც ხელს შეუწყობს ცხოვრებით კმაყოფილებისა და შრომის ნაყოფიერების გაზრდას.
ტრენინგზე განხილულ იქნა სტრესის ძირითადი წყაროები, დონეები, მისი გამომწვევი ფაქტორები და სტრესის მართვისა და დაძლევის ტექნიკები.
ტრენინგი მოიცავდა აქტივობებს,ჯგუფურ სამუშაოებსა და პრაქტიკულ დავალებებს.
ტრენინგს უძღვებოდა ბუსსს ანრის მიერ მოწვეული ფსიქოლოგი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, სერტიფიცირებული ტრენერი სოფიო მამესწარაშვილი.