GE|EN

შრომის ბაზრის მოკვლევის ტრენინგი

პროფესიული უნარების სააგენტო იწყებს არაერთხელ დაანონსებულ პროექტს, რომლის მთავარი მიზანია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერება ადგილობრივი შრომის ბაზრის მოკვლევის მიმართულებით.
ამ პროექტის ფარგლებში პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ ორგანიზებული იყო შრომის ბაზრის მოკვლევის ტრენინგი, რომელიც ჩატარდა ა/წ 31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს ქ. ქობულეთში, კოლეჯში „ახალი ტალღა“.
ტრენინგს ესწრებოდა ბუსსს ანრის ხარისხის განვითარებისა და უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი რუსუდან დიასამიძე, რომელიც არის ამ პროექტის ფარგლებში კოორდინატორი, ხოლო კვლევების განხორციელებაში ჩართულია ბუსსს ანრის პრაქტიკის, კარიერის დაგეგმვისა და სტუდენტებთან ურთიერთობის განყოფილება.