GE|EN

სტუდენტთა საერთაშორისო დღეს გილოცავთ!

17 ნოემბერს მსოფლიოში სტუდენტთა საერთაშორისო დღე აღინიშნება!

1941 წლის 17 ნოემბერს, ლონდონში ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლ სტუდენტთა საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა, რომელზედაც გადაწყდა, რომ პრაღაში დაღუპულ ჩეხ პატრიოტ სტუდენტთა პატივსაცემად 17 ნოემბერი სტუდენტთა საერთაშორისო დღედ გამოცხადებულიყო,ხოლო 1946 წლის 17 ნოემბერს პრაღაში, სტუდენტთა საერთაშორისო კონგრესზე დაწესდა და მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება.

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის სრული შემადგენლობა და პროფესიული განათლების მასწავლებლები გილოცავთ ყველა სტუდენტს ამ მნიშვნელოვან დღეს და გისურვებთ განვითარებისკენ მუდმივ სწრაფვას, პროფესიულ წინსვლას და საინტერესო სტუდენტურ ცხოვრებას!