GE|EN

ტრენინგი : "ეფექტიანი მომსახურება და სწორი კომუნიკაცია"

ეფექტიანი კომუნიკაციისა და მომსახურების განხორციელებისათვის საჭირო ცოდნის შეძენისა და შესაბამისი უნარების განვითარების მიზნით ბუსსს ანრის პერსონალს მიმდინარე წლის 22-23 ივლისს სასწავლებლის საკონფერენციო დარბაზში ჩაუტარდა ტრენინგი : "ეფექტიანი მომსახურება და სწორი კომუნიკაცია".

ტრენინგზე განხილულ იქნა ისეთი თემები,როგორიცაა:

  • ეფექტიანი მომსახურების ძირითადი პრინციპები და სტანდარტები;
  • ეფექტიანი კომუნიკაციის მოდელი;
  • ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია;
  • საუბრის მართვის ტექნიკები;
  • დროის მენეჯმენტი;

ტრენინგი მოიცავდა აქტივობებს,ჯგუფურ სამუშაოებსა და პრაქტიკულ დავალებებს.

ტრენინგი ჩაატარა სერტიფიცირებულმა ტრენერმა, ფსიქოლოგიის დოქტორმა სოფიო მამესწარაშვილმა.