პროფორიენტაციის ფარგლებში ბუსსს ანრი აწყობს ღია კარის დღეს, როდესაც იწვევს საჯარო სკოლების მოსწავლეებს კოლეჯის ინფრასტრუქტურის დასათვალიერებლად, ასევე აწყობს გასვლით შეხვედრებს სკოლის მოსწავლეებთან.
სასწავლებლის პროფესიულ სტუდენტთა თვითმმართველობა და სასწავლებლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები სტუმრობდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლას.
პროფესიულმა სტუდენტებმა მოსწავლეებს წარუდგინეს პრეზენტაცია ბუსსს ანრის შესახებ და ისაუბრეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიმდინარე მიღებებზე,რომელიც გაგრძელდება 16 მაისის ჩათვლით.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ღია კარის დღეს ორგანიზება გაუწია პრაქტიკის, კარიერის დაგეგმვისა და სტუდენტებთან ურთიერობის განყოფილებამ.
ღია კარის დღეები გაგრძელდება არა მხოლოდ გასვლითი პრეზენტაციებით, არამედ ბუსსს ანრიში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების მოწვევით და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დათვალიერებით.