GE|EN

კიდევ ერთი დიდი გამარჯვება, გილოცავთ!

კიდევ ერთი დიდი გამარჯვება, გილოცავთ!
 
       უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის  საბჭოს 2018 წლის 01 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს ბათუმის უმაღლეს საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ ანრის მიენიჭა ორი პროფესიული მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის - „საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია“ და „გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაცია“ სრული უპირობო განხორციელების უფლება.
       ვულოცავთ ყველას ვინც გულშემატკივრობდა და თავისი წვლილი შეიტანა მოდულური პროგრამების მომზადებასა მიღწეულ წარმატებაში.
       ეს სასწავლებლის სრული პირადი შემადგენლობის დაუღალავი შრომის შედეგს წარმოადგენს.
       შპს ბათუმის უმაღლეს საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ ანრის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ყველა თანამშრომელს და უსურვებს მომავალ წარმატებებს.