მ/წ 23 თებერვალს 14:00 საათზე სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით ზუმის პლატფორმის საშუალებით გაიმართა ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკითხებზე:
ავტორიზაციის სტანდარტი 3 - 3.2.2. პსდ-ში კარიერული მხარდაჭერის მომსახურება.
დაგეგმილი ცვლილებები ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარმოსადგენ განაცხადის ფორმებთან დაკავშირებით.
შეხვედრას უძღვებოდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე - კახაბერ ერაძე.
შეხვედრას ესწრებოდნენ ბუსსს ანრის წარმომადგენლები.