GE|EN

მაგიდის ჩოგბურთის ღია ტურნირი

ა/წ 11 მაისს ბუსსს ანრის პროფესიულმა სტუდენტებმა სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის მიწვევით , მონაწილეობა მიიღეს ილია წინამძღვრიშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ჩატარებულ მაგიდის ჩოგბურთის ღია ტურნირში სხვა სასწავლებლების სტუდენტებთან ერთად.

სასწავლებლის მონაწილეობა წარმატებული აღმოჩნდა და ბუსსს ანრის პროფესიულმა სტუდენტმა დავით კახიძემ მესამე ადგილი დაიკავა.

ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.

ბუსსს ანრის ადმინისტრაცია და პროფესიული სტუდენტები ულოცავენ გამარჯვებულს წარმატებას და მადლობას უხდიან ტურნირის ორგანიზატორებს.